გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანიამ საქართველოს სახელმწიფოსთან 237 მილიონი ევროს (692 893 200 ლარის) ღირებულების პროექტების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„გერმანიამ, სამწუხაროდ, შეაჩერა საქართველოს სახელმწიფოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები. ეს არის რეაქცია საქართველოს მიერ ევროკავშირის გზიდან გადახვევასა და პროტესტების ჩახშობაზე. ჩვენ შევწყვიტეთ მწვანე წყალბადის, ენერგოქსელის, ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა ძალაში რჩება“, – წერს პეტერ ფიშერი X-ზე.