„ეჭვიანობაა ამ პოსტის საფუძველი, დროისა და კონტექსტის ვერ აღქმა. უბრალოდ კარგია, რომ არავის აინტერესებს და ვერც პროცესს დააზიანებს, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია თავისი ყოფილი თანამებრძოლის, საქართველოს ყოფილი პეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ შესწორებულ განცხადებას.
„ვინც ამ პროცესს ვერ გრძნობს, ვერ ხვდება რა ხდება, ვერაფერს მატებს, ჯობია გაჩუმდეს და არც არაფერი მოაკლოს.
ეჭვიანობაა ამ პოსტის საფუძველი, დროისა და კონტექსტის ვერ აღქმა. უბრალოდ კარგია, რომ არავის აინტერესებს და ვერც პროცესს დააზიანებს… მისი დაწერილია და სხვას ნუ დააბრალებს, ეგ უარესია“,- დაწერა სოციალურ ქსელში მელიამ სააკაშვილის განცხადების კომენტარების ველში.
„შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება.
პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია.
რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.
ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის“, – წერია სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ შესწორებულ განცხადებაში.
თავდაპირველად კი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ასე დაწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“.