Tuesday, December 24, 2024
12.8 C
Tbilisi

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის სასახლეში იწვევს და 29 დეკემბრამდე ახალი არჩევნების თარიღის გამოსაცხადებლად მოლაპარაკების გამართვას სთავაზობს

მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დაამატა, რომ იგი პასუხს ელოდება.

მან აღნიშნა, რომ  ერთგული რჩება იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი ექვსი წლის წინ დადო და არის იქნება ყველას პრეზიდენტი.

„მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე დავდე ფიცი ექვსი წლის წინ, ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო და მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის, მისი ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ და ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, არავინ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, ვარ და ვიქნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა ვერ შეძლო გამოსვლის დასრულება, რადგან ტექნიკური ხარვეზი წარმოიშვა.

მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათი ათასობით მომიტინგეს უთხრა, რომ ხვალ პრეზიდენტის სასახლიდან გაავრცელებს მიმართვას.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები