Wednesday, December 25, 2024
2.8 C
Tbilisi

5 ადამიანი დაიღუპა გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე ავტომანქანის შევარდნის შედეგად

განახლებულია 16:07 საათზე

სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ხალხით სავსე საშობაო ბაზრობაზე ავტომანქანის შევარდნის შედეგად. დაზიანება აქვს მიღებული 200-ზე მეტს ადამიანს, მათგან 41 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 90 მძიმედ და 80-ზე მეტი მსუბუქად დაშავდა, – იტყობინება გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

საქსონიის პრემიერ-მინისტრის, რაინერ ჰაისელოფის განცხადებით, ეჭვმიტანილი 50 წლის ექიმია საუდის არაბეთიდან, რომელსაც გერმანიაში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს. იგი დაკავებულია.

დაბლა იხილეთ ეჭვმიტანილის დაკავების ვიდეო

საუდის არაბეთის სამეფომ „გერმანიის ხალხისა და მსხვერპლთა ოჯახებისადმი“ სოლიდარობა გამოხატა. ქვეყნის საგრეო უწყებამ X-ზე გამოქვეყნებული მოკლე განცხადებით დაგმო თავდასხმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით შევარდნას ადამიანების სიკვდილი მოჰყვა.

8 წლის წინათ,  თავშესაფრის წარუმატებელი მაძიებელი ახალგაზრდა მამაკაცი, ანის ამრი, რომელსაც ისლამისტებთან კავშირი ჰქონდა, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე შევარდა და 12 ადამიანი მოკლა.

ანის ამრის კავშირი ჰქონდა თვითგამოცხადებულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და თავდასხმის შემდეგ გაიქცა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები