Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi

ალენ ბერსე: ყველა ძალა საქართველოში, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია, ვალდებულია, გახსნას დიალოგი, ჩაერთოს დიალოგში

პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია, ვალდებულია, გახსნას დიალოგი, ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსემ თბილისში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობის მუდმივი კონფრონტაციის პირობებში“.

„ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რწმენისა და ნდობის გაღვივების მექანიზმების გამოყენებით შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის, ხალხის და აქ არსებული უწყებების ხელში, რომ სრულად ფუნქციური დემოკრატია ააღორძინოს, გააძლიეროს, რომელშიც უნდა ჩაერთოს ყველა, მათ შორის უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები