ა.წ. 17 დეკემბერს, წმ. ბარბარეს ხსენების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, სამხრეთ კავკასიაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორი, ბ-ნი რობინ ვაგენერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პიტერ ფიშერი და მათი თანმხლები პირები ეწვივნენ. მათ უმასპინძლეს: თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილეებმა: დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ და იღუმენმა მიქაელმა (ბრეგვაძე), ასევე დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. პროტოპრესვიტერმა გიორგიმ სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 13 დეკემბრის მიმართვა გააცნო და დასძინა, რომ ეკლესია მხარს უჭერს ტრადიციული და სულიერ-კულტურული ღირებულებების დაცვით ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
ბ-ნმა რობინ ვაგენერმა მწუხარება გამოთქვა საქართველოში დღეს არსებული ვითარების გამო და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი კვლავაც გაგრძელდება.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.