„შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს არა მხოლოდ ფინანსური სანქციები დაუწესა ამერიკის მთავრობამ, არამედ მაგნიტსკის სიაშიც შეიყვანა. ეს ფაქტობრივად, სამუდამო სანქციაა. როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არ უნახავს არავის, ისე არავის უნახავს მაგნიტსკის სიიდან ამოღებული, მისი არსებობის 15 წლის განმავლობაში“, – წერს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები მაგნიტსკის სანქციების გლობალური პროგრამის ფარგლებში დაუწესა.