Thursday, December 12, 2024
7.8 C
Tbilisi

[ვიდეო] სირიელმა მეამბოხეებმა ბაშარ ალ-ასადის მამის, ყოფილი პრეზიდენტის, ჰაფეზ ალ-ასადის საფლავი დაწვეს

სირიელმა მეამბოხე მებრძოლებმა ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მშობლიურ ქალაქში მამის, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ჰაფეზ ალ-ასადის საფლავი გაანადგურეს.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან შეიარაღებული მამაკაცები, რომლებიც ლატაკიის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ყარდაჰაში ცეცხლმოკიდებული მავზოლეუმის გარშემო დადიან და სკანდირებენ.

მეამბოხეებმა, რომელთაც ისლამისტური დაჯგუფება ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი ხელმძღვანელობდა, რამდენიმე დღის წინათ სირიის მასშტაბით ელვისებური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ასადის დინასტიის 54-წლიანი მმართველობა დაემხო. ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა, სადაც მას და მის ოჯახს თავშესაფარი მიეცათ.

მოზეიმე მოქალაქეებმა, გარდაცვლილი პრეზიდენტის, ჰაფეზისა და მისი ვაჟის, ბაშარის ქანდაკებები და ბილბორდები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშალეს.

2011 წელს, ბაშარ ალ-ასადმა სასტიკად ჩაახშო მშვიდობიანი პროდემოკრატიული აჯანყება, რამაც დამანგრეველი სამოქალაქო ომი გამოიწვია – ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 12 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები.

ჰაფეზ ალ-ასადი სირიას 1971 წლიდან მის 2000 წლამდე, მის გარდაცვალებამდე, 29 წლის განმავლობაში, უმოწყალოდ მართავდა. მამის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება მის შვილს გადაეცა.

ის დაიბადა და გაიზარდა ალავიტების ოჯახში, სირიაში შიიტური ისლამის განშტოებისა და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთა წიაღში, რომლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ლატაკიის პროვინციაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ახლოს, თურქეთის საზღვრის სიახლოვეს სახლობს.

ბევრი ალავიტი – რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენენ – ასადის მტკიცე მხარდამჭერი იყო მისი ხანგრძლივი მმართველობის დროს. ზოგიერთი მათგანი ახლა შიშობს, რომ შესაძლოა, გამარჯვებული მეამბოხეების სამიზნე აღმოჩნდნეს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები