ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამართალდამცველებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. შსს-ს ცნობით ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

პარტია „დროას“ ოფისში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ.

ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა გვარამიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გვარამია სამართალდამცველებმა დააკავეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები