Saturday, November 30, 2024
7.8 C
Tbilisi

სალომე ზურაბიშვილი ევროპას გაღვიძებისკენ, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს კი გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს

„ევროპა და ევროპული იდეალებია, რასაც რუსული მარიონეტი აგენტები მიზანმიმართულად და სასტიკად ახშობენ თბილისის ქუჩებში. გაიღვიძე, ევროპა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ამასთან, იგი „ფეისბუქის“ მეშვეობით ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართავს და გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

„ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეებს, ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ, გამოფხიზლდით.

დროა, მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებული სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში, აღარ შეიძლება. ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა, არ გამოვა. ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა.

პოზიცია გამოხატეთ, პრესასა და ტელევიზიებში, საელჩოებთან, ან თუნდაც სოციალურ ქსელში, ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს.

P.S. ეს, ცხადია, არ ეხება იმ ადამიანებს, ვინც პროტესტს გარედან შეუერთდა და იდგა საელჩოებთან“, – წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები