ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ახალციხე-ახალქალაქის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია.
მობილიზებულია სპეცტექნიკა, იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე სოფლებამდე მისასვლელი გზები, ქალაქში კი იყრება ტექნიკური მარილი.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.