Friday, November 29, 2024
5.8 C
Tbilisi

სოზარ სუბარი: ჩვენი დღევანდელი განცხადებით რადიკალებს, მათ პატრონებს და მათ პრეზიდენტად წოდებულს გამოეცალათ ხელიდან იარაღი, რომ მუდმივად აჯანჯღარონ ქართული სახელმწიფო

ჩვენი დღევანდელი განცხადებით რადიკალებს, მათ პატრონებს და მათ პრეზიდენტად წოდებულს გამოეცალათ ხელიდან იარაღი, რომ მუდმივად აჯანჯღარონ ქართული სახელმწიფო, მუდმივად ზეწოლისა და სტრესის ქვეშ ამყოფონ ქართული საზოგადოება. ამიტომ არიან სასოწარკვეთაში და ამიტომ მიდიან მაქსიმალურ პროვოკაციებზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

სუბარის თქმით, ახლა რაც ხდება, აგონიაში მყოფი რადიკალების ქმედებებია.

„ახლა პირდაპირ ეთერში მთელი საქართველო ადევნებს თვალს პოლიციებზე თავდასხმებს და საერთოდ კანონის დარღვევის არაერთ ფაქტს. ეს არის სასოწარკვეთილებაში, აგონიაში მყოფი რადიკალების კონვულსიები, რადგან მთლიანობაში ის, რა განცხადებები კეთდებოდა ევროპარლამენტიდან, რა განცხადებებიც კეთდებოდა ცალკეული ევროპარლამენტარებისა თუ ქვეყანაში მყოფი ელჩების მხრიდან, ეს იყო მცდელობა მუდმივად სტრესის ქვეშ ყოფილიყო ქართული სახელმწიფო.  სურდათ მიეღწიათ მიზნისთვის და მათი მიზანი იყო მოეყვანათ საქართველოს ხელისუფლებაში მათი აგენტურა, რომლებიც დღეს ქუჩის აქციებს ხელმძღვანელობენ. ნამდვილად არ ვიკადრებ, რომ ყველა იქ მყოფი ახალგაზრდა აგენტებად მივიჩნიო, უბრალოდ, ზოგი მართლა მათი მიმდევარია და ზოგი შეცდომაში არის შეყვანილი, არასწორად გაიგეს პროცესები“, – განაცხადა სუბარმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები