Tuesday, November 26, 2024
7.8 C
Tbilisi

კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატურა იქნება პატრიოტი, პატიოსანი და არ გაატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს

„მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია და არა რადიკალების, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლებელია ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდეს.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალების არსებობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ჯანსაღი პოლიტიკურ ძალების არსებობას მივესალმებით. მე დღეს ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი, თუმცა, იმ გადმოსახედიდან, რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მინდა მისი განვითარება, წინსვლა, ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ძლიერი ოპოზიციის არსებობა ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი. მე მივესალმები, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია და არა რადიკალების, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას ქვეყნის მომავალ პრეზიდენტსა და მისი არჩევის კრიტერიუმებზე, კახა კალაძის თქმით, ის უნდა იყოს პატრიოტი, პატიოსანი და არ უნდა ატარებდეს უცხო ძალების ინტერესებს.

„ჩვენ ძალიან მალე საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატურას. პირველ რიგში, მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს პატრიოტი, პატიოსანი, არ უნდა იმართებოდეს გარე ძალებისგან, არ უნდა ასრულებდეს უცხო ქვეყნის წარმომადგენლების დავალებებს. ის უნდა იცავდეს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები