Monday, November 25, 2024
6.8 C
Tbilisi

ახალქალაქში, N°3 საბავშვო ბაღის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ახალქალაქში, ჩარენცის ქუჩაზე მდებარე N°3 საბავშვო ბაღის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში სკვერის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა. ბავშვთა გასართობი ატრაქციონი და ტრენაჟორები დამონტაჟდა. სკამები, შადრევანი და გარე განათების სისტემები მოეწყო. ასევე, სკვერის ტერიტორიაზე დაირგო მცენარეები
და ნაგვის ურბენი განთავსდა.

პროექტი მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 241 000 ლარს შეადგენს.

მერის, მელქონ მაკარიანის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კიდევ ერთი რეკრეაციული ზონის მოწყობა მოქალაქეთა სურვილის გათვალისწინებით მოხდა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის სახით ახალქალაქს კიდევ ერთი გასართობი და მოსასვენებელი სივრცე შეემატა.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები