ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.
მერი მელქონ მაკარიანის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები სხვა სოფლებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 73 585 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.