ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა.
მერის, მელქონ მაკარიანის გადაწყვეტილებით, სოფელ კოთელიაში არსებული ძველი მემორიალის სრული რეკონსტრუქცია მოხდა.
სამუშაოების შედეგად, მემორიალის მიმდებარედ ტერიტორია მოწესრიგდა და დამცავი ბარიერებით შემოისაზღვრა. მოპირკეთდა და ომში დაღუპულ გმირთა სახელები ახალ ნიშანზე ამოკვეთა. განათების სისტემებიც მოეწყო.
მერის თქმით, წინაპრების ხსოვნა და სამშობლოს ერთიანობისთვის მათი ღვაწლის პატივისცემა მნიშვნელოვანია და ეს მომავალი თაობებისთვის მაგალითი უნდა იყოს.
სამუშაოების განხორციელებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მისი ღირებულება 21 835 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.