Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

ელგუჯა ხოკრიშვილი ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს: სერგეი ორჯონიკიძის მემკვიდრეები ხართ თქვენ!

“თვალს თუ გადავავლებთ “ოცნების” ისტერიკულ რეაქციას ოპოზიციის წერილზე ევროკავშირისადმი, ნათელი ხდება რატომ ნერვიულობს ასე “უძლიერესი ხელისუფლება” “უმნიშვნელო ოპოზიციის” ნაბიჯების გამო.

გაყალბებული არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიება მათი პოლიტიკური აღსასრულის დასაწყისი იქნება და ეს მათ კარგად ესმით.

რეალობა კი ასეთია: “ქართული ოცნება” ანტისახელმწიფოებრივ და მოღალატე ძალად ჩამოყალიბდა. მათი მმართველობის შედეგები:

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროინტეგრაციის კურსის საბოტაჟი;

მოქალაქეების არჩევანის გაყალბება;

ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო რეჟიმების გაძლიერება;

რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურება;

საქართველოს სუვერენიტეტის დასუსტება.

შედეგი:

აშშ-მ, ევროკავშირმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დანიამ საქართველოსთვის 380 მილიონ ლარზე მეტი დახმარების პროგრამები შეაჩერეს.

უსაფრთხოების რისკები: შეჩერებულია სტრატეგიული და სამხედრო თანამშრომლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან (აშშ, დანიე, ევროკავშირი, გერმანია …)

ვინ არის აქ ნამდვილი მოღალატე – ის, ვინც დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს, თუ ის, ვინც საკუთარი კონსტიტუციის დარღვევით ქვეყანას ევროპულ მომავალს და სუვერენიტეტს ართმევს

სერგეი ორჯონიკიძის მემკვიდრეები ხართ თქვენ!

თუ მაშინ ფიზიკურად შემოუძღვნენ მტერს და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელეს, დღეს თქვენ ხართ რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ!” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “საქართველოსთვის” წევრი, “ქართული ოცნების” მთავრობის ყოფილი წევრი და ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი.

რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს მიმართა, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ოპოზიციის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავენ.

წერილში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო გაყალბებისა და მანიპულაციის მასშტაბი უპრეცედენტო იყო და აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მოთხოვნა ცალსახაა – ახალი არჩევნები ჩატარდეს 2025 წელს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები