საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ უნდა შედგეს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, პრეზიდენტის აქტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტის აქტს საქართველოს კონსტიტუცია გადაფარავს.
„ვინც ერკვევა ელემენტარულ იურისპრუდენციაში, დაადასტურებს, რომ სწორედ საქართველოს კონსტიტუცია გადაფარავს პრეზიდენტის აქტს. თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს, მას აქვს პრობლემა ან კვალიფიკაციასთან, ან კეთილსინდისიერებასთან, ან ორივესთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ.