Thursday, November 21, 2024
12.8 C
Tbilisi

გერმანიის კოალიციური მთავრობა დაშლის პირასაა მას შემდეგ, რაც კანცლერმა შოლცმა ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

GUARDIANGE – გერმანიის მმართველი კოალიცია კრიზისშია მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა საკვანძო მინისტრი გადააყენა და განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში მისი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა გაიმართება.

შოლცმა თქვა, რომ არ ენდობა ფინანსთა მინისტრს, კრისტიან ლინდნერს, კონკურენტი პარტიის ხელმძღვანელს, რომელიც შოლცის სოციალ-დემოკრატებთან და მწვანეებთან ერთად კოალიციის ნაწილია.

კანცლერის ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ შოლცის მთავრობას აღარ აქვს უმრავლესობა პარლამენტში. ნდობის გამოცხადების კენჭისყრამ შეიძლება მარტისთვის ვადამდელი არჩევნების ჩატარება დააყენოს დღის წესრიგში. ეგრეთ წოდებული კოალიცია „შუქნიშანი“ გერმანიას კანცლერის, შოლცის ხელმძღვანელობით 2021 წლიდან მართავს.

შოლცმა თქვა, რომ მისმა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა „უღალატა მის ნდობას“ და მისი პარტიის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა. მისი შეფასებით, გერმანიამ უნდა აჩვენოს, რომ მას სხვა ქვეყნებიც ენდობიან, განსაკუთრებით აშშ-ში დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ.

ლინდნერმა შოლცი „გერმანიის გაურკვევლობის ფაზაში შეყვანაში“ დაადანაშაულა.

კოალიციის შიგნით არსებულმა კრიზისმა ევროპის უდიდესი ეკონომიკა პოლიტიკურ ქაოსში გახვია, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევამ კონტინენტის ეკონომიკისა და უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით ღრმა გაურკვევლობა წარმოშვა.

როდესაც 2021 წელს შეიქმნა კოალიცია კანცლერის მემარცხენე-ცენტრისტი სოციალ-დემოკრატების, გარემოს დამცველ მწვანეთა და ეკონომიკურად ლიბერალურ თავისუფალ დემოკრატებს შორის, თითოეული პარტია გეგმავდა დიდი ხარჯების გაღებას საკუთარი ძირითადი ინტერესების ჯგუფებისთვის. თუმცა, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, ენერგო ფასები გაიზარდა და გერმანიას მოუწია თავდაცვის ხარჯების ზრდა და 1.5 მილიონი უკრაინელი ლტოლვილის მიღების შედეგად გამოწყვეული საკითხების ფინანსურად დარეგულირება.

გერმანიაში უკვე მეორე წელია, რაც ეკონომიკური ზრდა არ ხდება.

ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა კოალიციაში შემავალი „მწვანეთა პარტიიდან“ განაცხადა, რომ „მწვანეები“ არ დატოვებენ მთავრობას და მისი მინისტრები თანამდებობაზე დარჩებიან.

შოლცმა გამოაცხადა, რომ გერმანიის პარლამენტში, ბუნდესტაგში, მთავრობის ნდობის კენჭისყრა 15 იანვარს გაიმართება. თუ დეპუტატები მთავრობას მხარს არ დაუჭერენ, ქვეყანაში სექტემბერში დაგეგმილი თარიღის ნაცვლად ახალი არჩევნები რამდენიმე კვირაში ჩატარდება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები