ახალქალაქში, ჩარენცის ქუჩაზე მდებარე N°3 საბავშვო ბაღის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
პროექტი ტერიტორიის კეთილმოწყობას, ფანჩატურებისა და სკამების განთავსებას, გარე განათების სისტემების, სათვალთვალო კამერებისა და საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟებას ითვალისწინებს.
მიმდინარე სამუშაოები ახალქალაქის მერის მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
პროექტი მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 241 000 ლარს შეადგენს.
მერის, მელქონ მაკარიანის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კიდევ ერთი რეკრეაციული ზონის მოწყობა მოქალაქეთა სურვილის გათვალისწინებით დაიწყო. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, ახალქალაქს კიდევ ერთი გასართობი და მოსასვენებელი სივრცე შეემატება.