Friday, November 22, 2024
15.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ? მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა?!

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მთავარია,  ეს ყველაფერი იყოს კანონის ჩარჩოებში. როგორც კი ვინმე გასცდება კანონს,  რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება რეაგირება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის მიერ დღეს საღამოს დაანონსებულ აქციაზე ჰკითხეს. 

კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის განცხადებები საპროტესტო მუხტის შექმნასთან დაკავშირებით უსაფუძვლო სპეკულაციებს წარმოადგენს და ვერ შეცვლის იმ მილიონ 120 ათასი ადამიანის  განწყობას, რომლებმაც ხმა მშვიდობასა და ქვეყნის ევროპულ მომავალს მისცეს. 

„სრული სისულელეა. რასაც ისმენთ 26 ოქტომბრის შემდეგ, ჩვეულებრივი სისულელე და სპეკულაციებია. არანაირი საფუძველი არ აქვს ამ ყველაფერს. რაღაცას მიედ-მოედებიან, გამოდიან სერიოზული სახეებით, სისულელეს იტყვიან, რომ თავისი ამომრჩეველი რაღაცაში დაარწმუნონ, დააჯერონ. უნდათ, რომ საპროტესტო მუხტი შექმნან. განადგურებულები არიან. რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ? მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას, სიმშვიდეს, ქვეყნის ევროპულ მომავალს. რა ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა?

რეალურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, რეალურად რა მოხდა? მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, ეუბნებოდნენ თავიანთი გაყალბებული  კვლევებით, რომ ისინი არჩევნებს იგებენ. შემდეგ არაერთი ასეთი კვლევა ვიხილეთ ამ კამპანიის განმავლობაში და, სხვათ შორის, თუ დააკვირდებით და გადავხედავთ სტატისტიკას, 2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის მიმდინარეობს სიცრუის კამპანია მათი მხრიდან კვლევებთან დაკავშირებით. რეალობას აცდენილები არიან, საერთოდ კამპანია არ ჩაუტარებიათ, ხალხთან ვერ მიდიოდნენ, რა მოგებაზეა ზოგადად საუბარი, ეგზიტპოლებიც გააყალბეს და ყველას თუ ყველაფერს დააბრალეს საკუთარი თავების გარდა. თავიანთ ამომრჩეველსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ  და „ჯენზი“ლანძღავდნენ, რომ თურმე მათ წააგებინეს, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ. არავინ არ უსვამს კითხვას, თუ რა დააკლეს, რა არ გააკეთეს, ყოველთვის სხვას აბრალებენ. ჯერ რაღაც სამოქმედო გეგმა უნდა გამოექვეყნებინათ, მერე სოციალურ მედიაში ისევ თავისიანებმა გადაუარეს და მოიფიქრეს კარვები, რაც წარმოუდგენელია“, – განაცხადა თბილისის მერმა. 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები