Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

DIB სკოლაში თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი გაიხსნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი“ დაიწყო. პროგრამის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. 

მინისტრის მოადგილემ პროგრამის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე 2 წელია კურსი სრულად ქართული რესურსით ტარდება. პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, პროგრამა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) ფარგლებში ტარდება და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის განგრძობითობის ამსახველი კარგი მაგალითია. 

5-დღიანი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებების შესახებ მონაწილეების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების მიმართულებით მონაწილეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ქვედანაყოფების მეტ ჩართულობას თავდაცვის რესურსების მართვის პროცესში. 

„თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი“ თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების მოწვეული ექსპერტების მიერ, აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები