Friday, November 22, 2024
17.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: ახლა უკვე არჩევნების შემდეგ ვხედავთ ზიზღის კამპანიას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიმართ

ვნახეთ, სად დგანან საქართველოს პატრიოტები და ვის უჭერენ მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა კატეგორიის ამომრჩეველი ჰყავს „ქართულ ოცნებას“.

„უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან საქართველოს პატრიოტები. ეს გამოჩნდა 54-პროცენტიანი მხარდაჭერით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. იმ კამპანიის ფონზე, რომელიც ჩატარდა, ვნახეთ, სად დგანან საქართველოს პატრიოტები და ვის უჭერენ მხარს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიმართ ზიზღის კამპანია მიმდინარეობს.

„პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ჩვენ გვყავს ოპოზიცია, არამედ ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში თუ მათ მხარდამჭერებში ადამიანები არიან ზიზღით გამსჭვალული. ამას სოციალურ ქსელში ხედავთ. ახლა ხომ არ დაიწყო ეს? საარჩევნო კამპანია როცა დავიწყეთ და კანდიდატები დასახელდნენ, სია, მაშინ ვნახეთ ზიზღის კამპანია, ზიზღი ადამიანებზე, მათ შორის ფაშისტური განცხადებები. ახლა უკვე არჩევნების შემდეგ ვხედავთ ზიზღის კამპანიას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიმართ.

ევროკავშირისგან დაფინანსებული ერთ-ერთი მედია ავრცელებდა იმ ზიზღის კამპანიის ფოტოებს, რომლითაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ფაქტობრივად, მტრად აცხადებდნენ. თბილისში კამპანია ჰქონდათ ბანერების გადმოფენის, რაღაც ნაჭრების. მაშინ მოვუწოდე კიდეც ევროკავშირის წარმომადგენლებს, ჰქონოდათ ამაზე რეაქცია, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია ფაშისტურ კამპანიაში არის ჩართული, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმეტესობას აცხადებს მტრად, თავდასხმის, ზეწოლისა და მტრობის სამიზნედ.

ამაზე რეაქცია არ აქვს არავის, წაუყრუა ყველა დონორმა, თვალი დახუჭა. პირიქით, აქებენ, აქეზებენ, რომ თქვენ ხართ ნამდვილი საქართველო და მხარს გიჭერთო. ხედავთ ხომ ზოგიერთი უცხოელის განცხადებას? ზუსტად ეს აქეზებს საქართველოში ზიზღს, პოლარიზაციას. პოლარიზაცია, რადიკალიზმი და ზიზღი წაქეზებულია გარედან. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ზიზღის ბაბლში არიან მოქცეული და თავის უკმაყოფილებას ასე გადმოაფრქვევენ, ვერც კი ხვდებიან, რომ უბრალოდ ინსტრუმენტალიზებული არიან, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის გარეთ მყოფი ჯგუფების მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები