ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა დაკავშირებულია იმასთან, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პირველ სხდომაზე 100 დეპუტატი, ანუ სრული სიითი შემადგენლობის 2/3 – ამის შესახებ პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ #4, #5, #9 გადადიან ბოიკოტის რეჟიმში და სავარაუდოდ, ანულებენ სიას! რჩება #41 და # 25 !!!
თეორიულად, 41 ის და 25 ის ჯამური მანდატები, გადაუნაწილებელი მანდატების რესურსის გათვალისწინებით, საკმარისია პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთვის!“ – წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე და კომენტარებში განმარტავს:
„ეს კონსტიტუციური ჩანაწერი ხშირად იწვევს შეკითვას და განვმარტავ:
კონსტიტუცია: „პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს“.
ეს ნიშნავს, რომ პირველ სხდომაზე შედის უმრავლესობა და არკვევს, განულებულია თუ არა ბოიკოტის რეჟიმზე გადასული სხვა ბარიერგადალახული პარტიების სია და თუ აღმოჩნდა რომ არ არის განულებული და ჯამური მანდატების რაოდენობა 100 მანდატია ანუ 2/3 სიითი შემადგენლობის, ასეთი პარლამენტი უფლებამოსილია გააგრძელოს მუშაობა! ერთი მანდატიც რომ დააკლდეს 100-ს მაშინ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!“