Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს არჩევნებზე: მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ ეს დადგინდება, გააკეთოს მკაფიო განცხადება

მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ ეს დადგინდება, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ. აღნიშნულ განცხადებას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებს.

მისი შეფასებით, ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას.

„მე შეშფოთებული ვარ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებების გამო. ასევე, შეშფოთებული ვარ რუსეთის კარგად დოკუმენტირებული მცდელობებით, გავლენა მოეხდინა არჩევნებზე. შესაბამისად, მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ ეს დადგინდება, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ. ჩვენი MEGOBARI აქტი მიზნად ისახავს დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და ქართველ ხალხის თავისუფლებისა და გაძლიერებული სუვერენიტეტისკენ სწრაფვის მხარდაჭერას. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“, – ნათქვამია უილსონის განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები