ცესკო-ს ვებგვერდზე ამ დროისათვის (27 ოქტომბერი, 17:50 სთ) გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 53.92 პროცენტი აქვს (1 118 836 ხმა) მიღებული. ეს არის 3110 საარჩევნო უბნის მონაცემები, სულ არსებული 3111 საარჩევნო უბნიდან – 99.968%. დარჩენილია მხოლოდ 1 უბნის მონაცემების გამოქვეყნება.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, 5%-იანი ბარიერი გადალუხული აქვს ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი მონაცემები კი ასეთია:
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 11.037% (229 006 ხმა);
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.164% (210 895 ხმა);
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.814% (182 892 ხმა);
„გახარია საქართველოსთვის“ – 7.771% (161 250 ხმა).
ოპოზიციას, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა, ჯამში 37.786 პროცენტი აქვს მიღებული.
რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს მაჟორიტარული ოლქების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებელი ნინოწმინდის მუნიციაპლიტეტში აქვს 88.191% (10 597 ხმა), რომელსაც მოჰყვება მეზობელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 87.792% (18 187 ხმა). „ქართული ონებისთვის“ მიცემული ხმების მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, მესამე ადგილზეა საჩხერის მუნციპალიტეტი, სადაც „ქართულ ონებას“ 84.247% (22 272 ხმა) აქვს მიღებული.
„ქართულ ოცნებას“ ხმების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს საზღვარგარეთ – 13.327% (4 562 ხმა).
საზღვარგარეთ ხმების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ – 33.322% (11 406 ხმა); მას მოჰყვება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 19.936% (6 824 ხმა); ხოლო მესამე ადგილზეა „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 14.923% (5 108 ხმა).
აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებას“ თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში ხმების 50%-ზე დაბალი აქვს მიღებული, ზოგან 40%-ზე დაბალიც. მაგალითად, ვაკეში 38.007%, ხოლო საბურთალოს ოლქში, 39.753%, მმართველმა პარტიამ დედაქალაქში ყველაზე მაღალი პროცენტი კრწანისის ოლქში მიიღო – 48.798%.
რაც შეეხება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებს, აქაც „ქართულ ოცნებას“ ხმების 50%-ზე ნაკლები აქვს მიღებული – ქუთაისში 47.253%, რუსთავში 41.404%, ბათუმში, 49.747%.
მაჟორიტარული ოლქების მიხედვით წინასწარი შედეგები სრულად იხილეთ ბმულზე.