Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

თაკო ჩარკვიანი: ტფუ…. ახლა უნდა ზანზარებდეს რუსთაველი ხმების დასაცავად და სად ხართ პატივცემულო „პროგნოზისტო პოლიტიკოსებო”, ახლა რაღას იყოფთ, რა დარჩა გასაყოფი?!

დაიწყო ახლა წილი-წილი ტრალი-ვალი…….

ტფუ….

რად უნდა, რად უნდოდა გამოცნობა იმას, რომ ეგზისტენციალურ  არჩევნებში-ქვეყნისთვის  გადამწყვეტ არჩევნებში  უნდა გაერთიანდე და „ძალა ერთობით“ გახვიდე ოპოზიცია,  მით უფრო, ამის მაგალითი გვქონდა (ოპოზიციისთვის  წარმატებული  პროექტი  “ძალა ერთობა” საპრეზიდენტო არჩევნებში. თვალცრემლიანი ოლიგარქი  ივანიშვილი ხმებს რომ იხვეწებოდა, ხომ გვახსოვს მეორე ტურის წინ?! ესე იგი უკეთესია „ძალა ერთობა“ ხომ ფაქტია).

და რომ გააყალბებდა  რუსი ოლიგარქი არჩევნებს ეს ვისთვის იყო ახალი, პირადობის მოწმობას რომ ართმევდნენ  მოქალაქეებს და მიჰქონდათ, განა რამდენიმე დღით ადრე არ ითქვა ტვ ეთერში?!

ძალა ერთობას ალტერნატივა არასდროს ჰქონია არასდროს!!!!!

პრივატიზებული ტვ ეთერები რომ საქმეს შველოდეს!

გუშინ ღამე  ცსკოსთან და ახლაც უნდა ზანზარებდეს რუსთაველი ხმების დასაცავად და სად ხართ პატივცემულო „პროგნოზისტო პოლიტიკოსებო”, ახლა რაღას იყოფთ, რა დარჩა გასაყოფი?!

ახლა როგორ ხართ, როგორ არის  საქმე?! შედიხართ, აღიარებთ ?!!! თუ „წილი -წილი“ ტრალი – ვალი“ „შედიხარ არ შედიხარ“  ისევ დაიწყო?!!!!

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკოსი

წყარო Facebook-ი

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები