Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ზურაბ გურული: ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ქვაბი ელით იმათ, ვინც საეთერო სივრცე დაუთმო პოლიტიკურ მეძავებსა და შულერებს, რომლებმაც თავიანთი ფსევდო-ანალიზებით ყალბი იმედები შეუქმნეს მიამიტ ადამიანებს

„გამარჯვებული მეომრები ჯერ იგებენ ომს და მერე შედიან ბრძოლაში; დამარცხებულები კი ჯერ ბრძოლაში შედიან და მერე ეძებენ გამარჯვებას“

( სუნ ცზი, „ომის ხელოვნება“)

———-

ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ქვაბი ელით იმათ, ვინც ყოველგვარი საფუძვლიანი არგუმენტის გარეშე, წარმატების ილუზია შეუქმნეს გულუბრყვილო ადამიანებს და უზარმაზარ ფსიქოლოგიურ შოკში გაატარეს უკვე მერამდენედ.

იმათ, ვინც ჰიპოთეტურადაც კი დაუშვა, რომ მსოფლიო მასშტაბის უმდიდრესი კომბინატორი, რომელიც მთელ ქვეყანას პირად საკუთრებაში ფლობს, სერიოზული დაზღვევის გარეშე გავიდოდა საასპარეზოდ ისეთ შეჯიბრში, რომელში დამარცხებაც მისი ფიზიკური განადგურების ტოლფასია.

იმათ, ვინც ჰიპოთეტურადაც კი დაუშვა, რომ შესაძლებელია კაზინოში შეხვიდე, მის მფლობელს ეთამაშო მის მიერვე შექმნილი წესებით და იქიდან მოგებული გამოხვიდე.

იმათ, ვინც საეთერო სივრცე დაუთმო პოლიტიკურ მეძავებსა და შულერებს, რომლებმაც თავიანთი ფსევდო-ანალიზებით ყალბი იმედები შეუქმნეს მიამიტ ადამიანებს.

რაც შეეხება თავად გულუბრყვილოებს, ისინი ისედაც ჯოჯოხეთში არიან და მანამ იქნებიან, სანამ არ გაიზრდებიან და ინფანტილიზმს არ დათმობენ.

გვახსოვდეს, ჯოჯოხეთის კარი შიგნიდან არის ჩაკეტილი და არა გარედან.

ზურაბ გურული,

წყარო Facebook-ი

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები