Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

სალომე ზურაბიშვილი: ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა მისცა ახალ საქართველოს, რომელზეც წინაპრები ლოცულობდნენ.

„მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ, ყველანი ვიქნებით გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, რადგან გაიმარჯვებს საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები