Friday, November 22, 2024
7.8 C
Tbilisi

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რაგბის გუნდს სამხედრო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატიდან დაბრუნდა. საფრანგეთიდან დაბრუნებულ ნაკრების წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე შეხვდა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. მან მორაგბეებს საერთაშორისო ტურნირში ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების სახელით სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა. 8 გუნდს შორის გამართულ ფინალურ მატჩში გამარჯვებულის თასი მოიპოვა. ნაკრებმა გუნდმა „Defence Lelos“ ტურნირზე ხუთი თამაშიდან ოთხის მოგება მოახერხა.

თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს.

რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში იმართებოდა და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი იღებდა. რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ჩატარდა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალებმა მესამედ მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები