Sunday, November 24, 2024
9.8 C
Tbilisi

მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს და აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში არანაირი გამიზნული დათხოვნები არ იქნება

„მოგმართავთ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი. ივანიშვილი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს, გაშინებთ თქვენ, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში თქვენ გემუქრებათ რეპრესიები და სამსახურის დაკარგვა, ოლიგარქი როგორც ყოველთვის იტყუება.

ახალი ხელისუფლების პირობებში არანაირი გამიზნული დათხოვნები არ იქნება, უფრო მეტიც, თქვენი ხელფასი მკვეთრად მოიმატებს და თქვენი სამსახური ბევრად უფრო პრესტიჟული გახდება, ეს ეხება პოლიციელებს, სამინისტროების და ადგილობრივი თვითმმართველობების, ა(ა)იპ/სსიპ-ის მუშაკებს, პედაგოგებს.

ერთადერთი პირობა იქნება, რომ არ წახვიდეთ თქვენი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულოთ არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები და პოლიციელების შემთხვევაში არ დაღვაროთ სისხლი და არ შეასრულოთ ძალადობრივი, უკანონო ბრძანებები მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამ წელიწადზე მეტია, რუსეთის უკანონო ტყვე ვარ საქართველოში, მეც კი არ გავბოროტებულვარ და პირიქით თანაგრძნობაც კი გამაჩნია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უხდებოდა მთელი ეს დრო ჩემ მიმართ არაადამიანური, უკანონო ბრძანებების შესრულება.

26 ოქტომბრის შემდეგ ყველამ მომავალში უნდა გავიხედოთ და შევწყვიტოთ წარსულის ქექვა და ამ გადასვლაში თითოეული საჯარო მოხელის მონაწილეობა გადამწყვეტია!“ – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები