Monday, November 25, 2024
7.8 C
Tbilisi

გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის განცხადება იყო გაფრთხილება, რომ კანონით გათვალისწინებული წითელი ზღვარი თუ გადაიკვეთება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება

სუს-ის განცხადება იყო გაფრთხილება, რომ კანონით გათვალისწინებული წითელი ზღვარი თუ გადაიკვეთება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა და დააზუსტა, რომ ეს ჩანაწერები სუს-იდან არ არის.

„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს, ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად. იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, რომ თუკი ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს, მეტი არაფერი. რა გითხრათ ახლა, სუს-იდან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები