Thursday, November 21, 2024
6.8 C
Tbilisi

ეკატერინე გალდავამ BKN301Group-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ BKN 301Group-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში BKN301 Group-მა წარადგინა BaaS ორკესტრატორი ქართული ბაზრისთვის, რომელიც გააფართოებს ფინანსური ტექნოლოგიების ჰორიზონტს კავკასიაში.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, ფინტექ სექტორს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მარეგულირებლის როლი საზედამხედველო სფეროს ინოვაციების წახალისებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ფინანსური ბაზრის სიდიდე ძალიან მცირეა ბაზარზე ორიენტირებული ინოვაციების შესაქმნელად, რის გამოც ჩვენი, როგორც მარეგულირებლის როლი საზედამხედველო სფეროს ინოვაციების წახალისებაში ძალიან მნიშვნელოვანია. სებ-ის ინიციატივები მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ახალი იდეები შეიძლება წარმოიშვას. გარემოს, სადაც სტარტაპები და დამკვიდრებული კომპანიები შეძლებენ ერთად იმუშაონ და გაიზარდონ. ვმუშაობთ სხვადასხვა სექტორში მეტი ინოვაციისა და კონკურენციის წახალისებისთვის“, – აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ფინტექ სტრატეგიაზე, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით მუშავდება. ეკატერინე გალდავას თქმით, ფინტექ სტრატეგია აგებულია სამ ძირითად საყრდენზე: პოლიტიკაზე, ინფრასტრუქტურასა და ეკოსისტემაზე.

კონფერენციაზე გაიმართა დისკუსიები საქართველოსა და კავკასიაში გადახდების პერსპექტივის შესახებ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო BaaS-ს და Payments-as-a-Service-ს, როგორც ციფრული საფულის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები