ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანაში წყალსადენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ცაგერის მერიაში აცხადებენ, ალპანის წყალმომარაგება წლების განმავლობაში ერთ-ერთი განსაკუთრებით პრობლემური საკითხი იყო მუნიციპალიტეტისთვის.
ამჟამად ცენტრალური მაგისტრალის და წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა დაათვალიერეს.
„აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ალპანაში 150 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ხარისხიანი სასმელი წყლით.
პროექტის ღირებულება 831 326 ლარია. გარდამავალია და 2025 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება“, – ნათქვამია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.