„ლიბერთი ბანკი“ დასახელდა საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერკომპანიად EMEA რეგიონში საერთაშორისო კომპანიების -Penki Kontinentai Group-ისა და Diebold Nixdorf -ის მიერ და გადაეცა ჯილდო “Leading Innovator in Banking Functionality Award 2024” ბანკომატებშიმომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის.
ასევე,Penki Kontinentai Group-სა და ლიბერთის შორის ხელი მოეწერაურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს,რომელიც მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ითვალისწინებს.
ლიბერთი, უკვე რამდენიმე წელიამოწინავე პოზიციას იკავებს საქართველოს ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ბანკი წარმატებით პარტნიორობს Penki Kontinentai Group-თან, და მათ შორის BS/2 და ASHBURN International-თან, რომლებიცჯგუფის შვილობილ კომპანიებს წარმოადგენენ. მათთან თანამშრომლობით წარმატებით დაინერგა უახლესი ტექნოლოგიები საბანკო ოპერაციების გასაუმჯობესებლად.
დღეისათვის,ლიბერთი მომხმარებელს სთავაზობს 15-ზე მეტინოვაციურ ფუნქციონალს ბანკომატებში. მათ შორისაა: საერთაშორისო გზავნილების მიღება, სამომხმარებლო სესხის აღება, სოციალური მომხმარებლისთვის კომუნალური სერვისების გადახდა და თანხის შეტანა იურიდიული პირის ანგარიშზე.
,,ეს ჯილდო არის ლიბერთი ბანკის ლიდერობის დადასტურება საბანკო ინოვაციებში. ჩვენმა პარტნიორობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინსვლისკენ და აღტაცებით ვადევნებთ თვალს, თუ სად მიგვიყვანს იგი მომავალში. ლიბერთის ხედვა ემთხვევა ჩვენს მისიას, ხელი შევუწყოთ ციფრულ ტრანსფორმაციას საბანკო საქმეში. ვამაყობთ, რომ აღვნიშნავთ მათ მიღწევებს და მიზნად ვისახავთ ხანგრძლივ პარტნიორობას”- იდრაკას დადაშოვასი, Penki Kontinentai Group-ის საბჭოს თავმჯდომარე.
„ჩვენთვის, ძალიან სასიხარულოა ეს საერთაშორისო აღიარება და პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება. აღნიშნულ კომპანიებთან Penki kontinentai Group და Diebold Nixdorf, მრავალწლიანი დ აწარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. მათი მხრიდან ასეთი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს დ ალიბერთის, როგორც ინოვატორი ბანკის პოზიციას რეგიონში.
ლიბერთის სტრატეგიაა უნივერსალიზაცია და ყველა საბანკო სერვისის გაციფრულება და დღეს, Penki Kontinentai Group-თან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ინოვაციების დანერგვისა და განვითარების კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. “ – გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი.
Penki Kontinentai წარმოადგენს ლიეტუვურ ჰოლდინგს, რომლის შემადგენლობაში შედის BS/2 და Ashburn International. შვილობილი კომპანიების წყალობით აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ლატვიაში, ესტონეთსა და ესპანეთში, კომპანია ემსახურება ბანკებს, ფინანსურ დაწესებულებებს, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების კომპანიებს. ძირითადი მიმართულებები მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და დანერგვას, თვითმომსახურების არხების განაწილებას და აუთსორსინგს. BS/2-ის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 85-ზე მეტ ქვეყანაში. Penki Kontinentai უკვე 30 წელზე მეტია Diebold Nixdorf-ის, საბანკო და საცალო ვაჭრობის აღჭურვილობის გლობალური ლიდერის, ოფიციალური პარტნიორია.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 500- მდე მომსახურების ცენტრით, 652 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.