Friday, November 22, 2024
15.8 C
Tbilisi

აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია.

ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოში განუცხადეს.

„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – განაცხადეს აშშ-ის საელჩოში.

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები