მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„ძვირფასო პრეზიდენტო, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ჩვენ ერთმანეთს მნიშვნელოვან მომენტში შევხვდით, მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის“, – აღნიშნავს ლაიენი.
შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი და დაწერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი.
„მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართველი ხალხის ერთგულება ჩვენი ევროპული გზის დაჩქარების საკითხზე. ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს, როდესაც ისინი 26 ოქტომბერს თავიანთ ევროპულ მომავალს გამოაცხადებენ“, – აცხადებს ზურაბიშვილი.