ჩვენი ერის სახელით მადლიერება გამოვხატე საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს ჩვენს ევროპულ გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს.
„ამ გადამწყვეტ მომენტში ევროკავშირის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – მორალური მხარდაჭერა და არჩევნებზე დაკვირვება გააძლიერებს ქართველ ხალხს მაშინ, როდესაც ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული მომავლის მიმართ“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.