Thursday, November 21, 2024
14.8 C
Tbilisi

ახალქალაქში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ახალქალაქში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე მშენებარე საბავშვო ბაღში, ქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდა.

ახალქალაქში კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

მერმა – მელქონ მაკარიანმა, ამ ეტაპისთვის შესრულებული სამუშაოები შეაფასა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

პროექტის დასრულების შემდეგ, პატარები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებენ სკოლამდელი განათლების მიღებას.

სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს როგორც შიდა ინფრასტრუქტურის, ასევე ეზოს კეთილმოწყობას. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

სამუშაოებს კომპანია „აი ქეი ბი ბილდი “ ასრულებს და მისი ღირებულება 3 261 495 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ახალქალაქის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები