Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

ნათია თურნავა გაერთიანებული სამეფოს ახალდანიშნულ ელჩს გარეთ უორდს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩთან, გარეთ უორდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურ ბანკს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. ყურადღება ასევე გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებასა და ინფორმაციის გაცვლაზე ცენტრალური ბანკების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.

ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ  ხაზი გაუსვა, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს მჭიდრო პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა როგორც ქვეყნისთვის, ისე ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა,  საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა შედგა, რომლის დროსაც გარეთ უორდს ინფორმაცია მიაწოდა მონეტარული პოლიტიკის, ფულის გათეთრების აღკვეთისა და ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების რეგულირების კუთხით სებ-ის მიერ გადადგმულ აქტიურ ნაბიჯებზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები