ლას-ვეგასში, „სფეროს“ არენაზე, UFC 306-ის ღონისძიების ფარგლებში ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონატო ქამრისთვის ოქტაგონზე მოქმედ ჩემპიონს, ამერიკელ შონ ო’მალის, დაუპირისპირდა, მეტოქე დაამარცხა და მეორე ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა იზეიმა.
მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. 33 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეთერთმეტე ბრძოლა მოიგო.
მანამდე, თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა. ილია თოფურიამ ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი მებრძოლი გახდა ვინც „MMA“-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.