Friday, November 22, 2024
17.8 C
Tbilisi

ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა – ისტორიაში პირველად, „UFC“-ის ქართველი ჩემპიონი ჰყავს

კალიფორნიაში „UFC 298“-ის ღონისძიების ფარგლებში ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ოქტაგონზე ერთმანეთს ქართველი მებრძოლი ილია თოფურია და მოქმედი ჩემპიონი ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაუპირისპირდნენ.

ბრძოლაში ილია თოფურიამ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი მებრძოლი გახდა ვინც „MMA“-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.

ჟოზე ალდოს, კონორ მაკგრეგორის, მაქს ჰოლოვეისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შემდეგ ილია თოფურია მეხუთე მებრძოლია, ვინც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობა იზეიმა.

ისტორიულ დაპირისპირებამდე ილიამ 14 ბრძოლა გამართა და ყველა დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა.

დღეს „UFC 298“-ის ღონისძიებაზე იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც „UFC“-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები