ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალი, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი აშენდება.
ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ვიცე-მერის, არმენ ბდოიანის განცხადებით, სტადიონით სარგებლობას როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის მოყვარულებიც შეძლებენ.
“სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამჯერად სოფელ ეფრემოვკაში სრულად ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი შენდება. ჩვენი მიზანი, ახალგაზრდების სპორტის სხვადასხვა სახეობით დაინტერესებაა”, – განაცხადა არმენ ბდოიანმა.