Monday, November 25, 2024
7.8 C
Tbilisi

ლიბერთის მხარდაჭერით, გოგონათა საგანმანათლებლო პროგრამა – WISE CAMP მიმდინარეობს

ლიბერთი „მერსი ქორფსთან“ მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში აგრძელებს. მხარეებმა შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის’’ ინიციატივით, გოგონებისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ბანაკი გაიხსნა.

აღნიშნული ბანაკი, რუსთავისსაერთაშორისო სკაუტურიცენტრის ბაზაზე, 5 დღის მანძილზე ტარდება და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლიდან, 20 მოსწავლე და 5 მასწავლებელი მონაწილეობს.

ბანაკისსაგანმანათლებლო პროგრამა, ქალთა დაგოგონათა მიმართძალადობის საკითხებს, უსაფრთხოებისა და კულტურულ – საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავს.

ბანაკისმონაწილეები, სხვადასხვასესიის ფარგლებში, ფსიქოლოგებს, იურისტებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს დასხვადასხვა დარგისსპეციალისტებს შეხვდებიან და დაგეგმილია ისეთი თემების განხალვა, როგორიცაა ადამიანისუფლებების დაცვა, თანამედროვე ეპოქისგამოწვევების შესაბამისადდეზინფორმაციის ამოცნობისტექნიკა, მასობრივისაკომუნიკაციო საშუალებებისროლი უფლებებისადა თანასწორობისდაცვის მიმართულებითდა ა.შ.

მონაწილეები, პროგრამის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვევიან, გენდერული თანასწორობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდებიან და საბჭოების მუშაობის სპეფიციკას გაეცნობიან.

ბანაკის მონაწილეებს ასევე უმასპინძლებენ ლიბერთი ბანკში დასაქმებული წარმატებული ქალები, რომლებიც გოგონებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ.

სამომავლოდ, დაგეგმილია პროექტი, ტრადიციულად ყოველწლიურად ჩატარდეს და უფრო მასშტაბური გახდეს.

„მერსი ქორფსის” WISE პროგრამა („ქალთაინიციატივა უსაფრთხოებისადა თანასწორობისთვის’’) ხორციელდება ამერიკისშეერთებული შტატებისსახელმწიფო დეპარტამენტისქალთა საკითხთადეპარტამენტის ფინანსურიმხარდაჭერით დაფარავს ამიერკავკასიისსამივე ქვეყანას – აზერბაიჯანს, საქართველოსადა სომხეთს.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები