Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: შეიძლება ევროკავშირში მოლაპარაკებები დღეს არ გახსნან და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ დაანონსებულ სანქციებს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ისეთივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს, როგორიც ადრე, კანდიდატის სტატუსთან მიმართებით იქნა მიღებული.

„თქვენ იცით, რომ საქართველოს მიმართ აქვთ არასწორი დამოკიდებულება, არასამართლიანი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თუნდაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ხომ გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება იყო. უკრაინას და მოლდოვას მისცეს და საქართველო დაჩაგრეს. ზუსტად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს იმ მიზნით, რომ ქვეყანაში არეულობა მოეწყოთ ხელისუფლების წინააღმდეგ. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ ევროპას, ევროპულ მომავალს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ პირობებში და ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც ამ მნიშვნელოვან საქმეს მიიყვანს ბოლომდე. ამ გზაზე შეიძლება იყოს შეფერხებები და ბარიერები, მაგრამ ჩვენი სიმტკიცით, მშვიდობით და ეკონომიკური განვითარებით ყველა ბარიერს გადავლახავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო შედეგს, ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ იმ პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და ეკონომიკური განვითარებას გულისხმობს, საქართველო შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას.

„შეიძლება მოლაპარაკებები დღეს არ გახსნან და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც კანდიდატის სტატუსზე გააკეთეს, რომ გამოეყენებინათ სიტუაცია ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად და შემდეგ, რამდენიმე თვეში მიიღეს საპირისპირო გადაწყვეტილება. ჩვენ მივყვებით ჩვენს გზას, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და ამ პრაგმატული პოლიტიკით შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები