Friday, November 22, 2024
4.8 C
Tbilisi

რატი ბრეგაძე: პოლიტიკური დინოზავრებიც კი გააცოცხლეს, მაგრამ სხვა დროა, ადამიანები მთვარეზე სამოგზაუროდ ემზადებიან

დღეს უკვე ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი კანონიერად იხდის სასჯელს და მისი უფლებები დაცულია. შედეგად, პარტიას, რომელიც ცრუ ბრალდებით საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და ოფიციალურად იხდის ფულს ჩვენი ქვეყნის დასასანქცირებლად, არ უნდა ჰქონდეს ამომრჩევლის იმედი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ რომ უპირობო ლიდერია, ამაზე არა მხოლოდ სოციოლოგიური გამოკითხვა, არამედ, პირველ რიგში, ოპონენტებთან დაკავშირებული რეალობა მეტყველებს.

ჩვენი მოწინააღმდეგე ერთია და ის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობაა.

პატიმრების მწამებელი რეჟიმის „შემოქმედთა“ დედა პარტიის ამჟამად უცხოელი ლიდერი (რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს – სახელმწიფოს ყოფილი მეთაური და ყოფილი მთავარსარდალი) მრავალი მილიონით დაფინანსებული საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ცდილობდა, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ თითქოსდა ის იყო პოლიტპატიმარი, რომელსაც აწამებდნენ, არ მკურნალობდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ და უფლებებს ურღვევდნენ. როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედი უსამართლობა დიდი ბრძოლების შედეგად დამარცხებულია. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ სააკაშვილი კანონიერად იხდის სასჯელს და მისი უფლებები დაცულია. შედეგად, პარტიას, რომელიც ცრუ ბრალდებით საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და ოფიციალურად იხდის ფულს ჩვენი ქვეყნის დასასანქცირებლად(იხილეთ FARA) არ უნდა ჰქონდეს ამომრჩევლის იმედი.

თანამედროვე ბოლშევიკთა ერთ-ერთი ანარეკლის ლიდერს კი დიდი უკანონო სურვილი ამოძრავებდა, საქართველოსგან წაეღო ბიუჯეტის მეოთხედი, ვითომდა ანაკლიის პორტის მშენებლობის უკანონოდ გაჩერების გამო. აქაც გაირკვა სამართლებრივად სიმართლე, რომელიც სახელმწიფოს მხარესაა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ „თავისუფლებისთვის მებრძოლნი“ მზად იყვნენ, სახელმწიფო და მოქალაქეები უსამართლოდ გაეღლიტათ და თავად გამდიდრებულიყვნენ. არ გაუვიდათ, დაამარცხა საქართველომ.

სხვა „პარტიები“ კი, რომლებიც საკუთარი ლიდერების სახელებს ოფიციალურად ირქმევენ, მხოლოდ იმის დეკლარირებას ახდენენ, რომ პოლიტიკურ ინდმეწარმეთა საცდელი „სტარტაპები“ არიან და, ყარაულის თოფისა არ იყოს, გავარდნის იმედით სულდგმულობენ.

ამასობაში პოლიტიკური დინოზავრებიც კი გააცოცხლეს, მაგრამ სხვა დროა, ადამიანები მთვარეზე სამოგზაუროდ ემზადებიან“, – წერს რატი ბრეგაძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები