საქართველომ ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა. სპორტსმენი ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა. მეტოქე დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა. (ვიდეო იხილეთ აქ)
ფინალამდე სპორტსმენმა მერვედფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით სძლია, ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს მოუგო.
ლაშა ბექაურმა ოლიმპიადაზე პირველად ტოკიოში იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა, ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მიიღო.