Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

ენტონი ბლინკენი: აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფას, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა

აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„23 მაისს, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე გამოვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შედეგად, აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფას, რომელიც პირდაპირ საქართველოს მთავრობისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა. საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ამ ქმედებების გამო, აშშ გააგრძელებს იმ პროგრამებისა და საქმიანობების დახმარებას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

ჩვენს ორ ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს შორის 32 წლის მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მოსახლეობამ 6,2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაიღო, რითიც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალების და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და მომზადებას, სკოლების და საავადმყოფოების აშენებას, მოამზადა მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო პერსონალი. ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტყობინება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები