Friday, November 22, 2024
4.8 C
Tbilisi

ილია II – დღეს, 14 სექტემბერს, დგება საეკლესიო ახალი წელი, დასაბამიდან 7627-ე წელი

საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის საეკლესიო ახალი წლის მილოცვას ავრცელებს:

„დღეს, 14 სექტემბერს, დგება საეკლესიო ახალი წელი, დასაბამიდან 7627-ე წელი. შევთხოვ ყოვლად მოწყალე უფალს, დაიცვას ყოველი კუთხე ჩვენი ქვეყნისა, სრვისაგან, ძვრისა და სხვა სტიქიური უბედურებისაგან.

მოგვმადლოს მშვიდობა, კეთილდღეობა, გული გონიერი და წრფელი განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა.

დაგვეხმაროს, რათა შევძლოთ განვეშოროთ ავ სიტყვას, განზრახვასა და საქმეთ, რათა უფლის მიერ ჩვენთვის ნაჩუქარი უდიდესი განძი, სიცოცხლე, – ღვთის სადიდებლად გამოვიყენოთ.

ღმერთმა დალოცოს და განამტკიცოს ტვირთმძიმე და განსაცდელში მყოფი ყოველი ადამიანი, ყოველი ქვეყანა.

ღმერთმა დალოცოს მკვიდრნი საქართველოისა და უცხოეთში მყოფნი ჩვენი თანამემამულენი.

ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები