Monday, November 25, 2024
6.8 C
Tbilisi

ლევან ლორთქიფანიძე: როდესაც რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა, ბექა ოდიშარია ქუჩა-ქუჩა დაძრწოდა სააკაშვილის ერთ-ერთი მოლარის, ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მკაფიო სიმბოლოს მხარდასაჭერად

„ქართულ ოცნებას“ ახალი დამრტყმელი ძალა ჰყავს – ბექა ოდიშარია, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ოდიოზური სუბიექტი.

რა განაპირობებს მის ოდიოზურობას?

ჯერ ერთი, მთელმა ქალაქმა იცის, რას საქმიანობდა იგი ენმ-ის მმართველობის პირობებში.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა. ოდიშარია მთაწმინდის დეპუტატის – არჩილ გეგენავას შტაბის ლიდერი გახლდათ, ქუჩა-ქუჩა დაძრწოდა სააკაშვილის ერთ-ერთი მოლარის, ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მკაფიო სიმბოლოს მხარდასაჭერად. მგონი, ფულიც აქვს შეწირული „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

მის ოდიოზურობას ისიც განაპირობებს, რომ კაცი, რომელიც ინგუშს და მონღოლს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევს, რომელიც ვერ გიპასუხებთ შამილი რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა, კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

ოდიოზური არ არის პოლიტიკოსი, რომელიც პარლამენტში მხოლოდ საკუთარი ბიზნესის მფარველობისთვის არის შებრძანებული და ერთი იდეა, საზოგადო მიზანი არ ამოძრავებს? ზუსტად ასეთია ეს  სტელა მაკარტნის ესპადრიელებში გამოწყობილი ლუარსაბ თათქარიძე.

ასი წელი ამ პოლიტიკურ უწონადობაზე ხმას არ ამოვიღებდი, უბრალოდ, ბოლო დღეებია მისი გამოსვლები კლასობრივი ზიზღით არის აღბეჭდილი.

მოგეხსენებათ, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი აღშფოთებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქციელით. ბოლო პერიოდში მისი თავხედობა ყველა ზღვარს გაცდა. ჯერ გაურკვეველი წარმოშობის 300 000 ლარი მიიღო საჩუქრად პენსიონერი მშობლებისაგან, შემდეგ ცოლს დაეხმარა ბაკურიანში ძვირადღირებული მიწების შემომტკიცებაში, ახლა შვილი გაუშვა ჩვენი თვითმფრინავით, ჩარტერული რეისით  სასწავლებლად (ისე ეს ბიჭიც უკვე სრულწლოვანია და საკუთარ მამას უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა, როდესაც ის ხუთოთახიანი ბინითა და ლოჯით ცაში მოგზაურობას შესთავაზებს). ხალხს ამ პრობლემის მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები არ ადარდებს. ადამიანები შეძრწუნებულები არიან პრობლემის ეთიკური მხარით. უღარიბეს საზოგადოებაში პოლიტიკური ლიდერის ფუფუნებისადმი და უკანონო პრივილეგიებისადმი დაუოკებელი მიდრეკილება სრულიად ამაზრზენია. ასე დაიწყო სააკაშვილმაც… ამის გამო ერთხელ უკვე გააგდო ივანიშვილმა.

და როგორ პასუხობს ბ-ნი ოდიშარია ხალხის სამართლიან კრიტიკას ღარიბაშვილის გოიმურ უკანონობებზე?

ეს გლახა თვალის დაუხამხამებლად ამბობს, რომ თავად არიან ნიჭიერები, მშრომელები, პატიოსნები. ყველაფერს ღირსებითა და უფლის მიერ მათდამი განსაკუთრებული სიყვარულის წყალობით მიაღწიეს. ჩვენ კი, უნიჭოებსა და ზარმაცებს, ღვთისგან დაწყევლილებს  მათი გვშურს, მათ ვაკომპლექსებთ და არ ვაძლევთ უფლებას სამართლიანობით დატკბნენ.

ვინმემ ყური აუწიეთ და კუთხეში დააყენეთ, ცოტა ლამპას დაუწიოს და პირში 75%-იანი სპირტი გამოივლოს, სანამ საკუთარ ნიჭზე დაიწყებს მჭევრმეტყველებას.

ლევან ლორთქიფანიძე

„კავკასიური სახლის“ საბჭოს თავმჯდომარე

წყარო: „ფეისბუქი“

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები